ევროპის ახალგაზრდების თასის 1 ეტაპი
June 02, 2026
🏹 ბულგარეთის ქალაქ რუზეში 2026 წლის 2 ივნისს დაიწყო ევროპის ახალგაზრდების თასის I ეტაპი.
👥 საქართველოს დელეგაცია:
🎯 მთავარი მწვრთნელი — ან ჰიუნგსეუნგ
🏹 სპორტსმენები:
• დავითი ბასილაძე
• სანდრო ცინცაძე
📊 პირველი საასპარეზო დღის 18 წლამდე საკვალიფიკაციო რაუნდის შედეგები:
🥉 დავითი ბასილაძე — IV ადგილი, 658 ქულა
🏹 სანდრო ცინცაძე — 38-ე ადგილი, 615 ქულა
👤 აღნიშნულ კატეგორიაში მონაწილეობს 56 სპორტსმენი.
🏆 საქართველოს 18-წლამდე მშვილდოსნებმა დაასრულეს ასპარეზობა ევროპის ახალგაზრდების თასის I ეტაპზე.
🎯 დავითი ბასილაძე წარმატებით გამოვიდა ტურნირზე და ასპარეზობა 1/4-ფინალში დაასრულა. მან გაიყო 7-8 ადგილები ბელორუს სპორტსმენ გლებ აკუნევიჩთან.
🏹 სანდრო ცინცაძემ გადალახა 1/24-ფინალური ეტაპი, თუმცა 1/16-ფინალში დამარცხდა და საბოლოოდ 32-ე ადგილი დაიკავა.
📅 ევროპის ახალგაზრდების თასის I ეტაპი 8 ივნისს დასრულდება.
👏 ვულოცავთ ჩვენს სპორტსმენებს ღირსეულ ასპარეზობას და ვუსურვებთ მომავალ შეჯიბრებებში კიდევ უფრო დიდ წარმატებებს!🏹