2026 წლის დაკარის ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშების (YOG) მოსამზადებელი ელექტრონული სასწავლო კურსები
April 29, 2026
საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა (IOC) პლატფორმაზე Athlete365
კურსები ხელმისაწვდომია ცხრა ენაზე სპორტსმენებისთვის და ექვს ენაზე მათი გარემოცვის წევრებისთვის. პროგრამა დაყოფილია ოთხ ინტერაქტიულ, ასაკზე მორგებულ და ლაკონურ მოდულად:
-
ფსიქიკური ჯანმრთელობის შენარჩუნება (Staying Mentally Fit)
-
უსაფრთხოების დაცვა/პრევენცია (Safeguarding)
-
შეჯიბრებებით მანიპულირების პრევენცია
-
ანტიდოპინგი (WADA-ს მიერ მომზადებული ADEL კურსი)
პირველი სამი მოდულის დასრულების შემდეგ, მონაწილეები მიიღებენ სერთიფიკატს, რომელსაც ხელს აწერს სოკ-ის (IOC) კომისიის თავმჯდომარე კირსტი კოვენტრი.
კურსებზე წვდომა შესაძლებელია ქვემოთ მოცემული ბმულების საშუალებით (მონაწილეებს დასჭირდებათ Athlete365-ზე რეგისტრაცია ან შესვლა):
ფედერაციის ოფისი ხელს შეუყობს ამ კურსებზე წვდომას, ფართოდ გავრცელებას ფედერაციის ქსელში და წავახალისებთ ამ კურსების გავლას ყველა სპორტსმენისა და მწვრთნელისათვის, მათ შორის იმათთვისაც, ვინც არ ემზადება „დაკარი 2026“-ისთვის.