ევროპის ჩემპიონატის საზეიმო გახსნა და ფოტო ბ-ნ მარიო სკარზელასთან
April 28, 2026
დღეს ევროპის ჩემპიონატის საზეიმო გახსნის ცერემონია გაიმართა, რომელიც განსხვავებული აღმოჩნდა მშვილდოსნობის სამყაროსთვის. ეს არის ბოლო ოფიციალური ღონისძიება ევროპის მშვილდოსნობის ფედერაციის (WAE) პრეზიდენტის, ბ-ნ მარიო სკარზელასთვის, ამ საპასუხისმგებლო პოსტზე.
საქართველოს მშვილდოსნობის ეროვნული ფედერაციისთვის სიმბოლური და საამაყოა ის ფაქტი, რომ ბ-ნმა სკარზელამ სამახსოვრო ფოტო სწორედ ჩვენს გუნდთან ერთად გადაიღო. ეს ექსკლუზიური კადრი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმ მჭიდრო და ნაყოფიერ თანამშრომლობას, რომელიც საქართველოსა და ევროპულ ფედერაციას შორის წლების განმავლობაში ჩამოყალიბდა.
განსაკუთრებული მადლობა გვსურს გადავუხადოთ საქართველოს პარალიმპიურ კომიტეტს და პარასპორტის განვითარების ცენტრს (პარაცენტრი). სწორედ მათი მხარდაჭერითა და ერთობლივი ძალისხმევით ხდება შესაძლებელი ჩვენი სპორტსმენების ასეთი მაღალი დონის საერთაშორისო ასპარეზობებზე წარდგენა და მათი ინტეგრაცია მსოფლიო სპორტულ ოჯახში.
ვუსურვებთ ბ-ნ მარიო სკარზელას წარმატებებს შემდგომ საქმიანობაში და მადლობას ვუხდით მშვილდოსნობის განვითარებაში შეტანილი უდიდესი წვლილისთვის. ჩვენი გუნდი კი აგრძელებს ბრძოლას ევროპის ჩემპიონატზე საუკეთესო შედეგების მისაღწევად!
შემდაგენლობა: გიორგი ბენიძე, გიორგი მანაგაძე და გიორგი კასრეიშვილი. მწვრთნელები: ეკა აბაშვილი და დავით დვალიძე. დელეგაციის ხელმძღვანელი: არტემ სანიშვილი. აღსანიშნავია, რომ ბატონი არტემ სანიშვილი ტურნირის სააპელაციო კომისიის წევრად აირჩიეს.


