საქართველოს მშვილდოსნობის ეროვნული ფედერაციის განცხადება სპორტსმენთა ტესტირების პირველი ეტაპის შედეგებისა და მეორე ეტაპის წესების შესახებ
November 17, 2026
საქართველოს მშვილდოსნობის ეროვნული ფედერაცია მიზნად ისახავს სპორტსმენთა შერჩევისა და ტესტირების პროცესის მაქსიმალურ გამჭვირვალობას, ობიექტურობასა და თანაბარ პირობებში ჩატარებას.
- პირველი ეტაპის შედეგების გამოქვეყნება
ფედერაციის სპორტული საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, ფედერაცია აქვეყნებს ტესტირების პირველი ეტაპის ოფიციალურ შედეგებს (იხილეთ დანართი / ბმული). შედეგები ეფუძნება კომისიის მიერ ადგილზე შედგენილ ოფიციალურ ოქმებს. - არაოფიციალური მასალების სტატუსი
ფედერაციისთვის ცნობილია, რომ პირველ ეტაპთან დაკავშირებით არსებობს გარკვეული კითხვები და ცალკეულმა მონაწილეებმა არაოფიციალურად გადაიღეს ფოტო/ვიდეომასალები.
ვინაიდან ტესტირების პირველი ეტაპის დამტკიცებული პროტოკოლი არ ითვალისწინებდა სავალდებულო ფოტო/ვიდეოფიქსაციას, აღნიშნულ კერძო მასალებს არ გააჩნია პირდაპირი იურიდიული ძალა ოფიციალური საოქმო შედეგების ავტომატურად შესაცვლელად, რათა არ დაირღვეს თანასწორობის პრინციპი.
ამავდროულად, ფედერაციის სამეცნიერო-მეთოდოლოგიური და სააპელაციო ჯგუფი არ ტოვებს უყურადღებოდ არცერთ სიგნალს. წარმოდგენილი ფოტო/ვიდეომასალები შესწავლილი იქნება დამხმარე ინფორმაციის სახით, რათა გამოირიცხოს ნებისმიერი პროცედურული ან სუბიექტური გადაცდომა ტესტირების ჩამტარებელი პირების მხრიდან. ფედერაციის სამეცნიერო-მეთოდოლოგიური და სააპელაციო ჯგუფი შეისწავლის ყველა გონივრულ პრეტენზიას და წარმოდგენილ კერძო ვიდეო/ფოტომასალას გამოიყენებს დამხმარე ინფორმაციის სახით პროცედურული ხარვეზებზე რეაგირებისათვის. - ტესტირების მეორე ეტაპი და ახალი სტანდარტი (სავალდებულო ფოტოფიქსაცია)
პირველი ეტაპის შედეგები წარმოადგენს მხოლოდ წინასწარ, საბაზისო მონაცემებს და საბოლოო რეიტინგი დამტკიცდება მხოლოდ ორივე ეტაპის შედეგების შეჯამებით.
იმისათვის, რომ სრულად გამოირიცხოს ნებისმიერი ეჭვი და უზრუნველყოფილი იყოს პროცესის სრული ობიექტურობა, ტესტირების მეორე ეტაპზე ინერგება სავალდებულო ფოტოფიქსაციის წესი:- ტესტირებისას თითოეული სერიის დასრულების შემდეგ განხორციელდება სამიზნე ფარების და შედეგების სავალდებულო ფოტოფიქსაცია კომისიის მიერ.
- ფოტოები ოფიციალურად დაერთვება ტესტირების ოქმს, რაც უზრუნველყოფს სრულ დაუყოვნებელ კონტროლს.
დაინტერესებულ პირებს, რომლებსაც აქვთ დასაბუთებული პრეტენზია პირველ ეტაპთან დაკავშირებით, შეუძლიათ მიმართონ ფედერაციის სამდივნოს მიმდინარე წლის 18 ნოემბრის ჩათვლით.