საქართველოს მშვილდოსნობის ეროვნული ფედერაცია, ოლიმპიური სოლიდარობის პროგრამით, საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის შუამდგომლობით ატარებს სემინარს მშვილდოსნობის მე-2 კატეგორიის მწვრთვენელებისათვის. პროგრამაში ჩართულია მშვილდოსნობის მსოფლიო ფედერაცია, რომელმაც სემინარების ჩასატარებლად გამოგზავნა ექსპერტი ვიქტორია კოვალი. სემინარი დაიწყო 16 ოქტომბერს გაგრძელდება 24 ოქტომბრამდე






















