საქართველოს მშვილდოსნობის ეროვნული ფედერაცია
კომიტეტები

კომიტეტები

  1. ფედერაციის კომიტეტები და საბჭოები.

16.1. ფედერაციის ამოცანების განხორციელებისთვის, ფედერაციის სტრუქტურაში
შეყვანილია მუდმივი კომიტეტები და სპეციალურ ამოცანების შესასრულებლად
იქმნება დროებითი საბჭოები.
16.2. მუდმივი კომიტეტებია:
 მწვრთნელთა კომიტეტი;
 საშეჯიბრო-ტექნიკური კომიტეტი;
 სპორტსმენთა კომიტეტი;
 მსაჯთა კომიტეტი;
 დისციპლინარული კომიტეტი;
 პარამშვილდოსნობის კომიტეტი.
16.3. მუდმივი კომიტეტების თავმჯდომარეები და შემადგენლობა მტკიცდება
ფედერაციის გამგეობის მიერ (გარდა სპორტსმენთა კომიტეტისა) გამგეობის
მოქმედების ვადით.
16.4. სპორტსმენთა კომიტეტის თავმჯდომარეს ირჩევს სპორტსმენთა საერთო კრება
ფედერაციის წარდგენით.
16.5. თუ მუდმივი კომიტეტის წევრს არ შეუძლია შეასრულოს თავისი მოვალეობები,
გამგეობა ნიშნავს ახალ წევრს, რომელიც იმოქმედებს წინამორბედის დარჩენილი
ვადის განმავლობაში.
16,6. დროებითი საბჭოებია (იქმნება საჭიროებისამებრ):
 ანტიდოპინგური საბჭო;
 იურიდიული და ეთიკის საბჭო;
 საფინანსო და აუდიტის საბჭო;
 საარჩევნო საბჭო.
16.7. კომიტეტების საქმიანობის წესი და მათი ამოცანები განისაზღვრება დებულებით,
რომელსაც შეიმუშავებს ფედერაციის გამგეობა;

18
16.8. კომიტეტის წევრად შეიძლება არჩეული იქნას პირი, რომელიც არ არის ფედერაციის
წევრი.
16.9. კომიტეტის თავმჯდომარის ან წევრის შეცვლის შემთხვევაში, ახალი კანდიდატი
ანაცვლებს მათ იმ ვადის დასრულებამდე რა ვადითაც იყო არჩეული წინამორბედი.